ფასილიტატორი ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი ყველასთვის ცხადია, ამ შეხვედრებიდან გამოსული პოლიტიკოსების განცხადებების პათოსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, ოპოზიციაშიც იფიქრებენ კომპრომისულ წინადადებებზე და პარლამენტში შემოვლენ, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ საპარლამენტო ტრიბუნიდან, ბოლოს და ბოლოს პატივ სცემენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელმაც დაავალა საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია, არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ვადამდელი არჩევნებს მოითხოვს. ელჩების მონაწილეობით, საკითხზე კონსულტაცია ორჯერ გაიმართა.