ჯოზეფ ბაიდენი 78 წლის გახდა

ჯოზეფ ბაიდენი 78 წლის გახდა

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი იუბილარია. ჯოზეფ ბაიდენი 78 წლის გახდა.

ქვეყნის 46-ე პრეზიდენტად ბაიდენი 77 წლის ასაკში აირჩიეს, რითაც ის აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტის სახელით შევა.

ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტად უკვე აღიარა, თუმცა თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.