დღეს მთავარანგელოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

დღეს მთავარანგელოზობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს მთა­ვა­რან­გე­ლო­ზო­ბას აღ­ნიშ­ნავს. რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მთა­ვა­რან­გე­ლო­ზო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წმინ­და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის, მი­ქა­ე­ლის და სხვა­თა უხორ­ცო­თა ძალ­თა: გაბ­რი­ე­ლის, რა­ფა­ე­ლის, ური­ე­ლის, სე­ლა­ფი­ე­ლის, ეგუ­დი­ე­ლის, ვა­რა­ხი­ე­ლი­სა და იე­რო­მი­ე­ლის ხსე­ნე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ.

წმინ­და მთა­ვა­რან­გე­ლო­ზე­ბის კრე­ბის აღ­ნიშ­ვნა IV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ლა­ო­დი­კი­ის კრე­ბა­ზე გა­და­წყდა. კრე­ბამ ან­გე­ლო­ზე­ბი­სად­მი ღვთი­უ­რი პა­ტი­ვის მი­გე­ბა დაგ­მო და მათი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი თაყ­ვა­ნის­ცე­მა და­ა­წე­სა. ან­გე­ლოზ­თა დასი სამ იერ­არ­ქი­ად იყო­ფა. უმაღ­ლეს იერ­არ­ქი­ას სე­რა­ბიმ­ნი, ქე­რუ­ბიმ­ნი და საყ­დარ­ნი შე­ად­გე­ნენ.