ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მთავარია მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომლის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მთავარია მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, რომლის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებები

მთავარია, დაიგეგმოს ერთობლივი ნაბიჯები ჩვენი და ოპოზიციის მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში უნდა გახდეს ვითარების ნორმალურ რელსებზე მოქცევის საფუძველი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შესაცვლელად, აქვთ თუ არა მათ პირადად მოლაპარაკებები რომელიმე პარტიასთან.

„დაველოდოთ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს. მიუხედავად იმისა, სად რა კონსულტაციები და მოლაპარაკებები წარიმართება, მთავარია მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და სწორედ, ამ მესამე რაუნდის ფარგლებში უნდა იყოს მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებები. მთავარია, დაიგეგმოს ერთობლივი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში უნდა გახდეს ვითარების ნორმალურ რელსებზე მოქცევის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.