მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოითხოვს

მოლდოვის არჩეული პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთის რეგიონიდან რუსული სამხედრო კონტინგენტის გაყვანას მოითხოვს.

„დნესტრისპირეთის საკითხი უნდა გადაიჭრას მშვიდობიანი გზით, მიუხედავად პრობლემის სირთულისა. ამისთვის საჭიროა რეგიონი რუსეთის ჯარებმა დატოვონ. დიახ, დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერებს მხარს რუსეთი უჭერს, მათ შორის, ბუნებრივი აირის უფასოდ მიწოდებით და სხვადასხვა მეთოდით“, - აღნიშნა სანდუმ უკრაინულ გამოცემა „ევროპული სიმართლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამოაქვეყნა. არჩევნების შედეგებით, მაია სანდუმ ხმათა 57,75%-ით გაიმარჯვა, მოქმედ პრეზიდენტს, იგორ დოდონს კი მხარი 42,25%-მა დაუჭირა.