კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, 1,247 თბილისში, 742 კი აჭარაში გამოვლინდა

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, 1,247 თბილისში, 742 კი აჭარაში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში კი 742, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში - 742, იმერეთში - 609, ქვემო ქართლში - 214, შიდა ქართლში - 197, გურიაში - 157, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 319, კახეთში - 150, მცხეთა-მთიანეთში - 96, სამცხე-ჯავახეთში - 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 709, აჭარაში - 959, იმერეთში - 1 202. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის, თბილისში - 387, აჭარაში - 149, იმერეთში - 194. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 47, იმერეთში - 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 - თბილისში, 1 672 - აჭარაში, 332- იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 461, აჭარაში -1 022, ხოლო იმერეთში - 26.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 16 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 307 პირი, აჭარაში - 19 161, იმერეთში - 5 226“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.