კელი დეგნანი: ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს

კელი დეგნანი: ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან ოპოზიციური პარტიებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „ძალიან კონსტრუქციული შეხვედრები იყო“, – განაცხადა დეგნანმა, თუმცა ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა, იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს.

„ყველა მოდის გამოსავლის პოვნის რეალური სურვილით, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. არის რეალური გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს. მხარეებს შორის უცხოელი პარტნიორების შუამავლობით მოლაპარაკებათა ორი რაუნდი გაიმართა. მესამე რაუნდი კი სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ შედგება.