Arctic Monkeys და The Libertines წევრებმა სუპერ–ჯგუფი ჩამოაყალიბეს

Arctic Monkeys და The Libertines წევრებმა სუპერ–ჯგუფი ჩამოაყალიბეს

ბრიტანული კვარტეტის – The Libertines ერთ-ერთმა წევრმა – კარლ ბარატმა, Arctic Monkeys - მეტ ჰელდერმა, ბასისტმა დრიუ მაკონელიმ, Super Furry Animals -ის სოლისტთან გრაფ რისთან ერთან ახალი სუპერჯგუფი ჩამოაყალიბეს.

ბარატის, ჰელდერის, მაკონელის და რისის გარდა ახალ პროექტში მონაწილეობა მიიღეს The Charlatans-ის ლიდერმა – ტიმ ბერჯესმა, და Reverend and The Makers წევრებმა.

ახალ ჯგუფს “The Bottletop Band”  ეწოდება და 2011 წლის 11 აპრილს მათი საქველმოქმედო ალბომი "Dream Service" გამოვა. უკვე გამოსულია სინგლი "Fall Of Rome" რომლის გადმოწერაც ჯგუფის ვებ გვერდიდან უფასოდაა შესაძლებელი. 

ალბომის გაყიდვებიდან შემოსული თანხა განათლების და სოციალური დაცვის  პროგრამებს მოხმარდება ბრაზილიაში, აფრიკასა და დიდი ბრიტანეთში.