მეგან მარკლისგან განსხვავებით, ქეით მიდლტონი სამეფო ოჯახის ის წევრია, რომლის მიმართაც ნეგატიური კომენტარები სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის, მით უფრო, როცა საქმე ცნობილ ადამიანებს ეხება. თუმცაღა, რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გაცოცხლებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჰერცოგინია უწყინარი ჟესტის გამო ვუპი გოლდბერგმა გააკრიტიკა.
საქმე ისევ და ისევ ოჯახურ ტრადიციას ეხება, რომლის მიხედვითაც ჰერცოგინია მშობიარობიდან სულ რამდენიმე საათში ახალშობილთან და პრინც უილიამთან ერთად გულშემატკივრებს ხვდება. როგორც გაირკვა, ქალის ამ მდგომარეობაში საზოგადოებაში გამოჩენისთვის მზაობა ფემინისტებისთვის საკმაოდ რთული აღსაქმელი აღმოჩნდა და "სისასტიკედ" ჩაითვალა. ამავე აზრს იზიარებს ვუპი გოდლბერგიც, "მისი სახის გამომეტყველებიდანვე ჩანდა, რომ ერთი სული ჰქონდა აქედან როგორმე გამქრალიყო," - ამბობს ცნობილი ვარსკვლავი პრინც ლუიზე ახალნამშობიარევი ქეით მიდლტონის გარეგნობაზე.