ფრანგული მოდის სახლმა Louis Vuitton-მა წაულას ბეწვისგან შეკერილი სახლის ჩუსტები გამოუშვა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
სახლის ჩუსტები, რომელიც ნატურალური ბეწვისაა, ბრენდის საშობაო კოლექციაში შევიდა. ამ მოდელის ფასი 1 580 ფუნტია.
ფეხსაცმელზე, რომელსაც ხავერდის სარჩული აქვს დატანილია Louis Vuittonის მონოგრამა. „ეს ჩუსტები, სახლის გარდა გამოგადგებათ სამოგზაუროდ წასვლის შემთხვევაშიც“, - ნათქვამია ბრენდის ანოტაციაში.