პანდემიის მიუხედავად აშშ-ში სავაჭრო ცენტრებში სანტა კლაუსთან შეხვედრების საშობაო ტრადიცია არც წელს დაირღვევა. თუმცა, Associated Press-ის ცნობით, სავაჭრო ცენტრებში გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
კერძოდ, ბავშვებს სანტა კლაუსის კალთაში ჯდომა ეკრძალებათ, ვიზიტორებს პირბადეები უნდა ეკეთოთ და მათი მოხსნა არც ფოტოს გადაღების დროს იქნება ნებადართული.
უსაფრთხოების მიზნით ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში სანტა-კლაუსთან მიღებაზე ჩაწერა ინტერნეტით იქნება შესაძლებელი, რათა ადგილზე დიდი რიგები არ შეიქმნას.
შარშან სანტა კლაუსთან შეხვედრაზე აშშ-ში 10 მილიონზე მეტი ოჯახი მივიდა.