მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპის მიმართ კარგი განწობა არ მქონია, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მელანია ტრამპს თეთრ სახლში გადმოსვლა არ გასჭირვებოდა, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა Instagram-ის გვერდზე წერს.
„არ დამვიწყებია, თუ როგორ ავრცელებდა ტრამპი ჩემს მეუღლეზე რასისტულ სიცრუეს, რის გამოც ჩვენი ოჯახი საფრთხის ქვეშ იდგა. არ ვიყავი მზად, მისთვის ეს ყველაფერი მეპატიებინა, მაგრამ ვიცოდი, რომ ქვეყნის გულისთვის ეს ბრაზი ჩემშივე უნდა ჩამეხშო. მისი მეუღლე გულთბილად მივიღე თეთრ სახლში და ჩემი გამოცდილება გავუზიარე. ეს იყო აბსოლუტურად სწორი საქციელი. ეს ჩვენი დემოკრატიისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. რაც შეეხება არჩევნებს, მის ნებისმიერ შედეგს უნდა აღიარებდე, ნაცვლად იმისა, რომ შეთქმულების უსაფუძვლო თეორიებზე საუბრობდე და ამით დემოკრატიას უქმნიდე საფრთხეს“, - წერს მიშელ ობამა.