Alaska Airlines-ის კუთვნილი კუთვნილი Boeing 737-700 ალასკაზე, ქალაქ იაკუტატის აეროპორტში დაფრენისას დათვს დაეჯახა. ამის შესახებ CNN წერს.
თვითმფრინავის ეკიპაჟმა დაშვებისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ორი ცხოველი შენიშნა. ავიალაინერის კაპიტანი შეეცადა თვითმფრინავი ისე დაესვა ასაფრენ ზოლზე, რომ შეჯახება აეცილებინა. თუმცა თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დაშავებული დათვი ასაფრენი ბილიკის მოშორებით მკვდარი იპოვეს.
თვითმფრინავის ბორტზე 6 მგზავრი იმყოფებოდა, დაშვების შედეგად არავინ დაშავებულა. ბოინგს მარცხენა ძრავი დაუზიანდა.
ალასკას ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თვითმფრინავი დათვს შეეჯახა. აქამდე ლაინერი რამდენჯერმე შეეჯახა ფრინველებს და სხვა ცხოველებს.
როგორც გამოცემა წერს, 1987 წელს Boeing 737-200 Alaska Airlines-ი ალასკაზე აფრენისას თევზს შეეჯახა, რომელიც არწივს ეჭირა ბრჭყალებით. „არწივი იძულებული გახდა თევზი დაეთმო“, - იხსენებს ავიალაინერის კაპიტანი. შემთხვევა ალასკაზე 2015 წელს მოხდა.