მაქს ერიხი და დემი ლოვატო ერთმანეთს სულ ცოტა ხნის წინ დაშორდნენ, თუმცა ვარსკვლავი დროს არ კარგავს და როგორც სოციალურ ქსელებში ფიქრობენ, ამჯერად დემის ბავშვობის მეგობრის- სელენა გომეზის გულის მოგება სურს.
სპეკულაციის მიზეზი მაქსის მიერ გადაღებული სელფი გახდა, რომელსაც მან ფრაზა "I was s gf" დაურთო, სელენა გომეზის ფანებმა კი, ეს ყველაფერი მის ერთ-ერთ ჰიტს Boyfriend-ს დაუკავშირეს.
გარდა ამისა, გავრცელებული ჭორების მიზეზი მაქსის ძველი ტვიტებიც გახდა, რომელშიც ის სელენასადმი სიმპატიას საჯაროდ გამოხატავდა.