ჯენიფერ ლოპესს არიანა გრანდეს სტილის მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

ჯენიფერ ლოპესს არიანა გრანდეს სტილის მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

გასულ კვირას ჯენიფერ ლოპესი People's Choice Awards-ის ხალხის რჩეული ვარსკვლავის სტატუსის მფლობელი გახდა. რა თქმა უნდა, დღისთვის მან იდეალური სამოსი მოირგო, რომლითაც კიდევ ერთხელ მონუსხა გულშემატკივართა მთელი არმია.

თუმცაღა, საღამოს კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია, როგორც აღმოჩნდა ცნობილი სტილისტის - კრის ეპლტონის ვარცხნილობამ ყველას ყურადღება მიიპყრო და პლაგიატის სტატუსიც მიიღო.

"ჯენიფერ ლოპესმა არიანა გრანდეს სავიზიტო ვარცნილობა უსირცხვილოდ დააკოპირა," - წერს Cosmopolitan-ის ცნობილი გამოცემა.