შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავს, 24 წლის სოფი ტერნერს და მის მეუღლეს 30 წლის მომღერალ ჯო ჯონასს პირველი შვილი შეეძინათ. წყვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება და ქალიშვილზე მაქსიმალურად კონცენტრირდება. ინგლისელი მსახიობი სოფი ტერნერი საზოგადოებამ სანსა სტარკის როლით გაიცნო, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული სერიალიდან „სამეფო კარის თამაშები“, ხოლო ჯო ამერიკულ პოპროკ ჯგუფ Jonas Brothers-ის წევრია (ძმათა ტრიო, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიას 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად 2019 წელს დაუბრუნდა). წყვილმა რამდენიმეთვიანი ურთიერთობა ქორწინებით დაასრულა. მათ ნიშნობის შესახებ 2017 წლის ნოემბერში განაცხადეს, როდესაც სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტოები გაავრცელეს, წარწერებით „მე თანახმა ვარ“ და „ის დამთანხმდა“.
შეგახსენებთ, რომ სოფი და ჯო 2019 წლის მაისში მოულოდნელად დაქორწინდნენ. ხოლო მეორე, უკვე ოფიციალური ცერემონია წყვილს სამხრეთ საფრანგეთში ჰქონდა, რომელსაც ცნობილი ადამიანებიდან მოდელი ეშლი გრაჰამი, დიჯეი Diplo და GOT-ის ვარსკვლავი, მსახიობი და ამავდროულად სოფის მეჯვარე – მეისი უილიამსი ესწრებოდნენ.
Jonas Brothers-ის ვარსკვლავისთვის მეუღლე ინსპირაციის წყაროა. ჯოს კარიერაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა Hesitate შემსრულებელმა სწორედ მეორე ნახევარს მიუძღვნა: „სიმღერა სოფიზეა, ის ჩემი საქორწინო ფიცივითაა, ჩემი დანაპირები, რომელიც სოფისთვის დავდე. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიმღერას ვასრულებ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ მას. ამ შესრულებას სხვა სამყაროში გადავყავარ... საკუთარი თავის პოვნით ცხოვრების პარტნიორიც აღმოვაჩინე, რადგან სწორედ სიყვარულმა მიბიძგა იმაზე უკეთესი ადამიანი და ძმა გავმხდარიყავი, ვიდრე რეალურად ვარ“, − ჯო პირად ცხოვრებაზე საუბრისას ხშირად აღნიშნავს, რომ სოფისთან ურთიერთობამ ის უკეთეს პიროვნებად ჩამოაყალიბა და ბევრი ცხოვრებისეული გამოცდილებაც მისცა.