“სოციალური ქსელი“ კინომატოგრაფიაშიც პოპულარულია

“სოციალური ქსელი“ კინომატოგრაფიაშიც პოპულარულია

ბოლო დროს, სხვადასხვა ტიპის სოციალური ქსელები იმდენად პოპულარული გახდა, რომ უახლესი სტატისტიკით, პლანეტაზე ყოველი მეოცე ადამიანი ინტერნეტის საშუალებით, ერთ–ერთ რომელიმე სოციალურ ქსელზე მაინც არის გაწევრიანებული. ამ სისტმის დიდმა მასშტაბებმა უბიძგა რეჟისორ მაიკ ფინჩერს ფილმის გადაღებისაკენ, რომელსაც ბევრი ფიქრის გარეშე – “სოციალური ქსელი“ დაარქვა. ფილმს წარმატება რა გასაკვირია რომ უმალვე ხვდა წილად.

ლოს-ანჟელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ 2010 წლის საუკეთესო ფილმად, სწორედ მაიკ ფინჩერის "სოციალური ქსელი" დაასახელა . საუკეთესო რეჟისურისთვის პრემია და ჯილდო ფინჩერმა ოლივიე ასსაიასთან გაიყო, რომელმაც ტერორისტ რამირეს სანჩესის შესახებ ფილმი "კარლოსი" გადაიღო. ამავე ფილმს საუკეთესო უცხოური ფილმის ტიტულიც მიანიჭეს.

წლის საუკეთესო მსახიობად კი კრიტიკოსებმა კოლინ ფიორტი დაასახელეს, რომელმაც ტომ ჰუპერის ფილმში "მეფე ლაპარაკობს" მონარქის გეორგ VI-ის როლი შეასრულა, საუკეთესო მსახიობი ქალი კი კიმ ხე-ჯა გახდა, რომელმაც მთავარი როლი სამხრეთ კორეულ ნამუშევარში "დედა" ითამაშა, ფრანგმა რეჟისორმა ჟან-ლუკ გოდარმა ნომინაციაში "კინოექსპერიმენტი" ჯილდო ფილმ "სოციალიზმისთვის" მიიღო.

გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება 2011 წლის 15 იანვარს გაიმართება. საკუთარ ფავორიტებს ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციაც დაასახელებს.