ბელგიური მტრედი ნიუ კიმი, რომელიც 2018 წლის მტრედების რბოლის (Pigeon Racing) გამარჯვებული გახდა, აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქემ, რომლის ვინაობაც ამ დრომდე არ სახელდება, ფრინველში 1,6 მილიონი ევრო გადაიხადა. ვაჭრობა აუქციონზე 2 ნოემბერს 200 ევროდან დაიწყო და ორ კვირაში კოლოსალურ თანხას მიაღწია. ნიუ კიმის მეპატრონე ქურთ ვან დერ ვაუერი აცხადებს, რომ ვაჭრობის შედეგით ამ დრომდე შოკშია.
ჩინეთში შორ დისტანციაზე მფრინავი სპორტული მტრედები დიდი პოპულარობით სარგებლობენ და მათი ფასი ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს კიდევ ერთი ბელგიური მტრედი არმანდო 1,25 მილიონ დოლარად გაიყიდა.