ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები საზოგადოებისთვის გამოფინეს

ეგვიპტეში 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები საზოგადოებისთვის გამოფინეს

ეგვიპტეში, საქარას სამარხში აღმოჩენილი, 2 500 წლის წინ დამარხული სარკოფაგები საზოგადოებისთვის გამოფინეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სექტემბრის დასაწყისში, არქეოლოგებმა 13, რამდენიმე დღის შემდეგ კი, კიდევ 14 სარკოფაგი ამოთხარეს.

სარკოფაგების ნახვის შესაძლებლობა საზოგადოებას პირველად მიეცა.

საქარა კაიროს სამხრეთით მდებარეობს და ეგვიპტეს ძველი დედაქალაქის, მემფისის ნაწილი იყო, რომელიც ახლა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტია. არქეოლოგიური აღმოჩენებით ეგვიპტეს მთავრობა ქვეყანაში ტურიზმის სფეროს განვითარებას ცდილობს, რომელსაც პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა.