ცნობილი მსახიობი და რეჟისორი არმენ ჯიგარხანიანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მსახიობის ახლო მეგობრის თქმით, არმენი დილას დაახლოებით 06:00 საათზე, გულის გაჩერებით გარდაიცვალა, როგორც მან აღნიშნა დაკრძალვა 17 ნოემბერს ჩატარდება.
არმენ ჯიგარხანიანს 200-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. აღსანიშნავია, რომ მისი ხელმძღვანელობით, 1996 წლის 12 მარტს მოსკოვის დრამატული თეატრი დაფუძნდა.