12 ნოემბერს 34 წლის ქართველი ვარსკვლავი - ქეთა თოფურია რუსეთში გამართული ერთ-ერთი ღონისძიების წამყვანი გახლდათ.
ლამაზმანი, რომლის ორსულობის შესახებაც საზოგადოებამ სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ვიდეოკლიპით შეიტყო, საორსულე კაბაში იდეალურად გამოიყურებოდა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან მეორე ორსულობის დროს საზოგადოებაში გამოჩენა გადაწყვიტა.