32 წლის მომღერალი, Rihanna მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია, რომელსაც სოიალური ქსელის მეშვეობით მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. მიუხდავად ამისა მომღერალი აქტიურობით არც სოციალურ ქსელში გამოირჩევა და პაპარაცების ობიექტივშიც იშვიათად ხვდება, თუმცა ამჯერად მან გამონაკლისი დაუშვა, როდესაც სანტა-მონიკაში გამოჩნდა.
წყაროს ცნობით მომღერალი სანტა-მონიკაში საქმიან ვიზიტზე იმყოფება და ის სასტუმროს დატოვებისას შენიშნეს. Rihanna-ს ბრენდ off-white-ის კომბინიზონი ეცვა, რომელსაც შავ-თეთრი პალტო და Chanel-ის ჩანთა შეუხამა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ბუნებრივი იმიჯით, უმაკიაჟოდ გამოჩნდა.