71 წლის პრინცი ჩარლზი, რომელიც დღემდე ორგანული სასურსათო პროდუქტების წარმოებით იყო ცნობილი, მოდის ინდუსტრიითაც დაინტერესდა. მისმა საქველმოქმედო ფონდმა The Prince's Foundation-მა იტალიურ კომპანია Yoox Net-A-Porter-თან თანამშრომლობით ქალისა და კაცის ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა.
ქალის 10 და კაცის 8 კოსტიუმი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შოტლანდიაში პრინცის საქველმოქმედო ფონდის შტაბ-ბინაში შექმნეს. კოსტიუმები NET-A-PORTER-ის, MR PORTER-ის YOOX-ისა და THE OUTNET-ის მაღაზიებში გაიყიდება და მიღებული შემოსავალი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.