„დღეს კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ პარლამენტში პარტია არ შევიდეს, მაგრამ მოქალაქეების შემოსავლებიდან ბიუჯეტში მიღებული სახსრები გადაირიცხოს ამ პარტიების დასაფინანსებლად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, გივი მიქანაძემ ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.
„მგონი, შეფასება უნდა ვკითხოთ საზოგადოებას და განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელთაც მხარი დაუჭირეს ოპოზიციურ პარტიებს და დღეს ეს პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ დღეს კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ პარლამენტში პარტია არ შევიდეს, მაგრამ მოქალაქეების შემოსავლებიდან ბიუჯეტში მიღებული სახსრები გადაირიცხოს ამ პარტიების დასაფინანსებლად.
ამ კუთხით ალბათ გარკვეულ მორალურ საკითხზეც უნდა ვისაუბროთ და შესაძლებელია, რომ თუ ეს პროცესები წარიმართება ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების არჩევანის საწინააღმდეგოდ, ეს საკითხი აქტუალური გახდეს ახალი პარლამენტის ფორმატში, რასაც ვფიქრობთ, რომ საზოგადოების მხრიდან ექნება მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.