პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს - პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი! მადლობას ვუხდი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის“.