როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 ნოემბერს დღისით ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6. ოზურგეთშიც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. იწვიმებს ბათუმშიც , +16 გრადუსი სითბო იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს დღის განმავლობაში ჰაერის, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერისტემპერატურა +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით + 5.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ სოხუმში, სადაც +16 გრადუსს მიაღწევს ჰაერის ტემპერატურა დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში +6 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ამბროლაურში ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით ტემპერატურა _2 გრადუსი იქნება.

ჭიათურაში იწვიმებს, +13 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში. დღე +10, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში +11 გრადუსი. ჰაერის ტემპერატურა ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. +4 გრადუსს და წვიმას ვარაუდობენ ბაკურიანში, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

გუდაურში +3 გრადუსია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს. დღის განმავლობაში ომალოში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი არის ნავარაუდევი.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია ნავარაუდევი თელავში, სადაც დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი არის მოსალოდნელი.

+11 გრადუსი და მზიანი ამინდი მოსალოდნელი გურჯაანში, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში იწვიმებს, +9 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი არის ნავარაუდევი.

რუსთავში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე გათბება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.