ვლადიმერ ბოჟაძე: დაახლოებით, ათასამდე საჩივარი არ განიხილა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ერთადერთი მიზეზით, საჩივრები არ იყო უფლებამოსილი პირების მიერ დაწერილი

ვლადიმერ ბოჟაძე: დაახლოებით, ათასამდე საჩივარი არ განიხილა საარჩევნო ადმინისტრაციამ, ერთადერთი მიზეზით, საჩივრები არ იყო უფლებამოსილი პირების მიერ დაწერილი

132 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და 30-ზე მეტი პირდაპირ იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან. მათი ამოცანა იყო, რომ კენჭისყრის დღეს შეექმნათ ფონი რომ უბედურება ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და ეს სქემა არ გამოვიდა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით ათასამდე საჩივარი არ განიხილა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საჩივრები არ იყო უფლებამოსილი პირების მიერ დაწერილი.

„2012 წლის არჩევნებზე მე თავად დავთვალე, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სიმულაცია ჩატარდა ასეთი, რომ არ ყოფილიყო მოლოდინი, რომ ღამის 12 ან პირველ საათზე რაღაც შედეგები უნდა გვქონოდა. აქედან გამომდინარე, ის რომ ჩვენ 6-7 საათი მინიმუმ უნდა ველოდოთ ცესკოში როდის იქნება ოქმი და როდის აიტვირთება, აქ არ არის ლაპარაკი, თქვენ იცით, რომ ოქმის შედგენა ყველაზე ბოლო ეტაპი და ფაქტიურად ოქმის შედგენამდე, რომელიც მერე რომელიღაც სოფლიდან ოლქში უნდა ჩავიდეს და მერე ოლქიდან აიტვირთოს ცესკოში და მერე ცესკოდან კიდევ დამატებით ერთ-ერთ სერვერზე, მანამდე ყველამ იცის, ვინ რამდენი ხმა აიღო, როგორც კი დათვლის პროცესი დასრულდება. ამიტომ მათ წინასწარ იცოდნენ ეს განწყობები და ამაში გასაკვირი არაფერია. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა საჩივრების რაოდენობას, დაახლოებით ათასამდე საჩივარი უბრალოდ არ განიხილა ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ საჩივრები არ იყო უფლებამოსილი პირების მიერ დაწერილი. გგონიათ, რომ ლევან თარხნიშვილმა, ზურაბ ხარატიშვილმა, მათმა საარჩევნო კომისიის თავჯდომარეებმა, გაყალბების მართლა დედებმა და მამებმა არ იციან საჩივარი როგორ უნდა დაიწეროს, ძალიან კარგად იციან, მაგრამ ხომ უნდა ითქვას, რომ ათასი საჩივარი საარჩევნო ადმინისტრაციამ არ განიხილა, რატომ ეს კითხვა აღარ დაისვა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი თქმით, 132 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 30-ზე მეტი პირდაპირ იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

„132 არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა და 30-ზე მეტი პირდაპირ იყო დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ პარტიებთან. მათი ამოცანა იყო, რომ კენჭისყრის დღეს შეექმნათ ფონი რომ უბედურება ხდებოდა საარჩევნო უბნებზე და ეს სქემა არ გამოვიდა. 8 საათამდე განცხადება-საჩივრების მინიმალური რაოდენობაა დაწერილი და მერე ყველა მიმართულებით ეწერათ საჩივრები, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმ უბანში მოგებული ჰქონდათ თუ არა.

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს სიამაყით განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ყველგან შეაქვს საჩივრები და ყველა ოლქის გაბათილებას ითხოვს. აქედან, მაგალითად გლდანში, სადაც პირველი ტურის მიხედვით ნიკა მელია იგებს, მაინც ითხოვენ გაბათილებას. საერთოდ არ ჰყავთ კანდიდატი დიდუბეში და გაბათილებას ითხოვენ. საბურთალოზე მეორე ტურში ელისაშვილი გავიდა და გაბათილებას ითხოვენ, აქაც ამოცანაა, რომ ბევრი საჩივარი და პრობლემაა“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.