მაია ბითაძე: ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ დესტრუქცია და შტურმი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა

მაია ბითაძე: ოპოზიციის ნაწილი მიხვდა, რომ დესტრუქცია და შტურმი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა

ოპოზიცია ცდილობს ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოს ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რომელიც ხან თურმე საშიშია, ხან არა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მაია ბითაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

„ ეგზიტპოლები, საერთოდ ყველამ დაივიწყა, ყველამ დაივიწყა ის კვლევები რომელსაც თვითონვე ატარებდნენ. შემდეგ იყო ხმების დათვლით მოთხოვნაზე საუბარი, ახლა ხმების დათვლაც აღარ უნდა, რადგან ჩვენს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათლად ჩანდა ის, რომ ოპოზიცია სრულ დეზინფორმაციას ავრცელებს. ახლა სასამართლოც აღარ მოსწონთ, თამარ ჟვანიას დემონიზაცია ხდება, ანუ აბსოლუტურად ცდილობენ, რომ ძილი გამოუთხარონ სახელმწიფოს ამ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში, რომელიც ხან თურმე საშიშია, ხან არა.

ალიან მიხარია პირადად მე და ჩვენი გუნდიც მიესალმება იმას, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მესიჯები უკვე არის მიმართული, რომ დაიწყოს კონსულტაციები. რადგან მიხვდნენ რომ დესტრუქცია, შტურმი არცერთ საქართველოს მოქალაქეს არ უნდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება.