შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტის ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის

საერთო ჯამში, ოპოზიციის გარკვეულწილად ბოიკოტი ქმნის ცუდ სურათს, თუმცა ეს ლეგიტიმაციას პრობლემას ვერ შეუქმნის, რადგან ლეგიტიმაცია მოდის ხალხიდან. 2 მილიონმა ადამიანა მიიღო არჩევნებში მონაწილოებდა და აქედან თითქმის მილიონმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და როცა ასეთ რიცხვებზე ვლაპარაკობთ, შეუძლებელია ვისაუბროთ ლეგიტიმაციის ნაკლებობაზე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა იმედის გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, 39 უბანი, რომელიც გადაითვალა, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, თუმცა 9 უბანი გადაითვალეს პარტიების მოთხოვნით.

„ჩვენი ოპონენტები კი ცდილობენ შექმნან გარკვეული რწმენა, რომ არჩევნები გაყალბდა. რწმენასთან ბრძოლა არის რთული ლოგიკური არგუმენტებით. ამას ვატყობთ ჩვენ, მათ შორის ზოგიერ ჩვენს თანამოქალაქეში, რომლებიც ამ პროტესტი იღებს მონაწილეობას. მათ ჩამოუყალიბდათ რწმენა, რომ არჩევნები არის გაყალებებული და რთულია მათი გადარწმუნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.