თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადამიანის წამებაზე საავტორო უფლებები გააჩნია

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ადამიანის წამებაზე საავტორო უფლებები გააჩნია

როდესაც ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ ჩვენ შემდეგ თაობებს უნდა გავახსენოთ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც საავტორო უფლებები გააჩნია ადამიანის წამებაზე, საკუთარი მმართველობის პერიოდში ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, ბიზნესის რეკეტზე, ეკლესიის ნგრევაზე და ღვაწლმოსილი ადამიანების პირდაპირ ჩარეცხვაზე, - ამის შესახებ იურისტმა, თამთა მეგრელიშვილმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელმაც მიიღო სამარცხვინოდ ხმების ეს რაოდენობა ( დაახლოებით ნახევარი მილიონი) და კიდევ აქვს პრეტენზია, რომ მას არჩევნები ტოტალურად გაუყალბეს.

„„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ჰყოფნის პერიოდიდან დღემდე ცდილობს რომ დაბრუნდეს ისევ და ისევ გვამებით. აქციის პირველ ეტაპზე გაისმა მოწოდებები, რომელიც იყო კანონის ფორმატს გაცდენილი, არაკონსტიტუციური. იქ იყო პირდაპირ სახელმწიფოს დამხობისკენ, დაუმორჩილებლობისკენ და ეს პროცესი შემდგომში უკვე ქმედებებში გადაიზარდა, უშუალოდ ცესკოს შენობასთან, სადაც კონკრეტულმა პირებმა იერიში მიიტანეს დამცავ ფარზე და შემდეგ გაარღვიეს ჯებირი“, - განაცხადა იურისტმა.

თამთა მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ცესკო ეს არის კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დაცვის ობიექტი და მასზე იერიშის მიტანა, მისი ბლოკირება ან რაიმე სახით მის საქმიანობაში ხელის შეშლა ან ჩარევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

„საზოგადოებას ნათლად უნდა ესმოდეს, საქართველოს კონსტიტუციით საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონი არის ყველასთვის ერთნაირი დავალება. შესაბამისად ამ პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენ გვეძლევა უფლება გამოვხატოთ საკუთარი აზრი, მაგრამ გვაქვს თანმდევი ვალდებულება, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ფორმატიდან არ გავიდეთ არაკანონიერ მოქმედებებში. ცესკო-სთან განვითარებული მოვლენები ეს იყო პირდაპირი დაკვეთა მიხეილ სააკაშვილის მიერ. ცესკო ეს არის კონსტიტუციური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი დაცვის ობიექტი და მასზე იერიშის მიტანა, მისი ბლოკირება ან რაიმე სახით მის საქმიანობაში ხელის შეშლა ან ჩარევა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით და ყველამ უნდა გაიგოს, როდესაც მიდიან ამგვარ ქმედებებზე კანონს აქვს კანონიერი პასუხი“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათ შორის არის: 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალი დაკომპლექტება. მოგვიანებით მათ ცესკოსთან გადაინაცვლეს.

ცესკოსთან სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიმართ წყლის ჭავლი ორჯერ გამოიყენეს. ამას წინ უძღოდა დაპირისპირება და აგრესია პოლიციელების მიმართ.