შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია

შალვა პაპუაშვილი: რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია

რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.

მისი თქმით, კამპანია, რომელიც დაიწყო რიცხვებით, საბოლოო ჯამში რიცხვებში გაიჭედა.

„რასაც ჩვენ დღეს ვაკვირდებით, ეს არის ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან მცდელობა, რომ მოახდინონ არჩევნების დელეგიტიმაცია და სიმართლედ და არჩევანად გასაღდეს არა ის, რაც საარჩევნო ყუთშია, არამედ რაც ჩვენი ოპონენტების აღქმით არის ხალხის ნება. რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს, კამპანია, რომელიც დაიწყო რიცხვებით, საბოლოო ჯამში რიცხვებში გაიჭედა.

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის პრეზენტაცია გვქონდა, ვხედავთ, რომ რიტორიკაც შეიცვალა. თუ დავაკვირდებით ამ პროტესტის მიმდინარეობას, პირველი გამოვლინება იყო არჩევნების ღამესვე, როდესაც პირველადი შედეგები გამოცხადდა და პირველი პროტესტი იყო, ესეც ციფრებთან დაკავშირებით, რომ ძალიან დიდი ხანი დასჭირდა გამოცხადებას, ამას მოჰყვა მთავრი აღშფოთება და აეწყო ამაზე მათი პროტესტი და საბოლოო ჯამში, თუ გადავხედავთ არჩევნებს და იმას, რა პერიოდი სჭირდება გამოცხადებას და დავაკვირდებით სპეციფიკას სხვადასხვა არჩევნების, ვნახავთ, რომ ეს ჩვეულებრივ სტატისტიკურ შუალედში ჯდება. 7 საათი დასჭირდა ამ შემთხვევაში, ხოლო, მაგალითად 2012 წელს 8 საათი დასჭირდა პირველადი მონაცემების გამოცხადებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.