„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გია ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტის თეთრი სახლისგან განსხვავებულ ვერსიას ფლობს.
მისი მტკიცებით, მაიკ პომპეო თბილისს იმისთვის ეწვევა, რომ ხელისუფლებას შენიშვნა მისცეს და ოპოზიციასთან დიალოგის საკითხი დააყენოს.
„ამ წუთას ოფიციალურად მაიკ პომპეოს დღის წესრიგში არ დგას ოპოზიციასთან შეხვედრა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არის „დამსახურება“ ამ ხელისუფლების, რომელმაც უთხრა, რომ ამ ვიზიტის დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ოპოზიციასთან შეხვედრა შეიძლება გაჭირდეს ან არ მოხდეს. ფაქტობრივად, პომპეოსთან ერთგვარ შანტაჟს ქონდა ადგილი“, – განაცხადა გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.