მამუკა გამყრელიძე: ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება

მამუკა გამყრელიძე: ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება

მამუკა გამყრელიძე გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის განცხადებით, ყველა პარტიას აქვს ცალ-ცალკე გარკვეული კონტაქტები დიპლომატიურ კორპუსთან.

„ნებისმიერი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება. კონკრეტულად ამ ფორმატზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, უბრალოდ არ ვიცი რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ვიცი, რომ ყველა პარტიას აქვს ცალ-ცალკე გარკვეული კონტაქტები დიპლომატიურ კორპუსთან“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ,"- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.