ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინისტრთან სხვა დამატებით შეზღუდვებზე იმსჯელეს.
“ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, ჯერ ამას არ გავამხელთ სანამ საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება, სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, რამეთუ იყოს კარგი ბალანსი.
ერთი მხრივ, ახალი შეზღუდვები არის გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან არ იმოქმედოს სერიოზულად ეკონომიკურ განვითარებაზე და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემისა და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნაა, რომ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას”, - განაცხადა გამყრელიძემ.