არჩილ თალაკვაძე: შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

არჩილ თალაკვაძე: შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება

პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძემ არ დააკონკრეტა, ოპოზიციურ პარტიებთან მომდევნო შეხვედრა როდის გაიმართება. „ადგილზე და დროზე ინფორმაცია გექნებათ“, – დასძინა თალაკვაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.