ირაკლი კობახიძე: წინასწარ ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია გაყალბებაზე დაიწყებდა ლაპარაკს

ირაკლი კობახიძე: წინასწარ ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია გაყალბებაზე დაიწყებდა ლაპარაკს

ჩვენ ამ სცენარებზე საუბარი წინასწარ გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად დაიდგმებოდა გარკვეული სურათი, სადაც საუბარი იქნებოდა არჩევნების გაყალბებაზე, - ასე გამოეხმაურა შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს.

კობახიძის თქმით, ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც არის საზოგადოებაში.

„ვხედავთ, რომ სურათი რაც შექმნეს, არის ყალბი. ოპოზიცია საუბრობს არჩევნების გაყალბებაზე, რაც მათი დღევანდელი მესიჯია, მაგრამ რეალურად ყველა კარგად ხედავს, რომ ცესკო-ს მიერ ასახული მონაცემები სრულად გამოხატავს იმ განწყობას, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში. მათ შორის ეს დადასტურდა იმ აქციით, რომელიც ოპოზიციის მხრიდან გაიმართა. როცა ვერ ახერხებ აქტივის მობილიზებასაც კი იმისათვის, რომ თითქოს გააპროტესტო გაყალბებული არჩევნები, ეს არის იმის დასტური, რომ არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ზუსტად ის განწყობა ასახა, რაც საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ცესკო-ს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა თანამდებობ დატოვა. ბურდულმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავისი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბურდულის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირზე მიუთითებს მამუკა მდინარაძეც და აცხადებს, რომ ამ კავშირზე მეტყველებს სოციალურ ქსელში გავრცელებული ის ფოტოებიც, სადაც ბურდული „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთადაა.

საინფორმაციო სააგენტო „კვირამ“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც ცესკოდან დემარშით წასული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი შაშკინის ახლო მეგობარი, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან, ხატია ფერსაშვილისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.