„საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს, რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული მთლიანად ოპოზიციასთან ან მის ნაწილთან და ჩაიშალა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია დიალოგის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მოლაპარაკებების საგანი ახალი არჩევნების ჩატარება და კრიზისის განმუხტვა უნდა იყოს.
„მინდა, გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის მიერ ამ ბოლო რამდენიმე დღეში გაკეთებულ განცხადებებს და მედიასთან მის მიერ გაკეთებულ გზავნილებს. გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ უერთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა, იყოს სრული სიცხადე, არის - საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს, რაღაც მოლაპარაკებები იყო დანიშნული მთლიანად ოპოზიციასთან ან მის ნაწილთან და ჩაიშალა, ეს უბრალოდ სიცრუეა.
მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო, შესაძლოა, მოხდეს და უნდა მოხდეს მხოლოდ ერთ საკითხზე ახალი არჩევნების ჩატარებაზე და იმ ცვლილებებზე, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას (პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკოს თავჯდომარისა და ზოგადად ცესკოს საკითხი). ასევე, სრული სიცრუეა, რომ თითქოს, ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან გამოიწვია ჩაშლა რაღაცის. „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ ცოტა ხნის წინ გვქონდა განცხადება საკმაოდ მკაფიო პოზიცით, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ და ეს სააჭიროა, ოღონდ ამ კონკრეტულ საკითხზე: ახალი განაცხადა გიგა ბოკერიამ.არჩევნების ჩატარებაზე და ამ კრიზისის განმუხტვაზე. სხვაზე ვერაფერზე ვერ იქნება დიალოგი“
გიგა ბოკერის თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია აქვს.
„მეორე, მყარი პოზიცია გვაქვს, ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა და ბოიკოტი არ შეიცვლება. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმს ეკისრება იმ ძალადობრივ აქტებზე, რაც ვიხილეთ, ჩვენ ძალიან მყარი პოზიცია გვაქვს და მოვუწოდებთ ყველა გულწრფელად აღშფოთებულ მოქალაქეს, თუ რომლიმე პარტიის მხარდამჭერს, რომ საპასუხო ძალადობა არის დაუშვებელი და ის თავად გაემიჯნება პროცესებს, ვინც ასე მოიქცევა.
რომ დავუბრუნდეთ გრიგოლ ვაშაძის ამბავს, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბავია, რასაც ვხედავთ. მესმის, ადამიანები არ არიან მზად კრიზისის დროს პასუხისმგებლობა აიღონ, მაგრამ ამ ფორმით მოხსნა პასუხისმგებლობის, არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიისა და მთლიანად სხვების მიმართ. წულუკიანს უყვარს ხოლმე აგიოგრაფიული ნაწარმოების ციტირება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს მართლა შესაბამისია, „ირყეოდენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე: რას ემსახურებოდა გრიგოლ ვაშაძის განცხადებები, ხომ არ ნიშნავს ეს პასუხისმგებლობისგან გაქცევას, ბოკერიამ განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობას გაექცა.
„ეს მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ასე იქცევიან ადამიანები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციაში (კრიზისილი ვითარებაა ივანიშვილის მიერ შექმნილი) პასუხისმგებლობას გაურბიან ხოლმე. სუსტი აღმოჩნდა ამ ვითარებაში და უბრალოდ, ამ ვითომ ღირსეული ფორმით იწევა პასუხისმგებლობისგან“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-თან.