მაიკ პომპეომ არავისზე ნაკლებად არ იცის, საქართველოში რა მოხდა, არაფრის თქმა პლაკატით არ სჭირდება, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ჩემი აზრით, მაიკ პომპეომ არავისზე ნაკლებად არ იცის, საქართველოში რა მოხდა და ჩემგან დამატებით წარწერით რამის თქმა არ მგონია, იყოს საჭირო, თუმცა თუ რამე საინტერესო იქნება, შეიძლება მივიღო მონაწილეობა. დავხვდე პომპეოს აქციით, არ მიფიქრია ამაზე. ის, რომ პომპეომ რამე არ იცის, ამის არ მჯერა, არაფრის თქმა პლაკატით არ სჭირდება“, - აცხადებს ხვიჩია.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია მაიკ პომპეოს დახვდება აქციით, სადაც იქნება სტიკერები, წარწერით „გაყალბებულია“.