შალვა პაპუაშვილი: დიალოგის საგანი ამომრჩეველთა ნების შეცვლა ვერ იქნება

შალვა პაპუაშვილი: დიალოგის საგანი ამომრჩეველთა ნების შეცვლა ვერ იქნება

„დიალოგის საგანი ამომრჩეველთა ნების შეცვლა ვერ იქნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ოპოზიციის კომენტარებზე შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, 2 მლნ-მდე ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პანდემიის პირობებში და ამას პატივი უნდა ვცეთ.

„როგორც ჩანს, რაშიც არ გვეთანხმებიან ჩვენი ოპონენტები, ისაა, რამდენად სწორად აისახა ამორჩეველთა ნება და სწორეად ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავმართოთ დიალოგი და შევეცადოთ დავარწმუნოთ, რომ ამ ციფრებში ეჭვის შეტანა ზედმეტია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.