ნიკოლოზ სამხარაძე: ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდეს საკითხების განხილვის სამართლებრივ ჩარჩოს

ნიკოლოზ სამხარაძე: ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდეს საკითხების განხილვის სამართლებრივ ჩარჩოს

ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ დაუბრუნდეს საკითხების განხილვის სამართლებრივ ჩარჩოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლო სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, ოპოზიციასთან ერთად სხვადასხვა საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული პრობლემების განხილვისთვის.

„ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ მათ სურთ, რომ საქართველოში იყოს სტაბილური პოლიტიკური გარემო და საქართველოში იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, მაშინ პატივი უნდა სცენ ქართველი ხალხის არჩევანს. თუ რაიმე დარღვევა იყო არჩევნების დღეს, მზად ვართ ეს დარღვევები განვიხილოთ მათთან ერთად. გვაჩვენონ, სად, რომელ უბანზე რა პრობლემა არის. ცესკომ უკვე გადაითვალა 40 უბანი და დიდად ცვლილებები არ ყოფილა ჯამურ შედეგებში “, - განაცხადა სამხარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა.

„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი 2“-თან.