დაახლოებით ორი კვირის წინ ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ამერიკელი მსახიობი 35 წლის სკარლეტ იოჰანსონი და 38 წლის კომიკოსი კოლინ ჯოსტი დაქორწინდნენ.
ვარსკვლავური წყვილის მალული საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ, პრესის გარეშე, მხოლოდ ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ჩატარდა.
სკარლეტი და კოლინი დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეტს, ისინი 2019 წლის მაისში დაინიშნნენ და წელს ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინეს.
რამდენიმე საათის წინ სკარლეტი მალული ქორწინების შემდეგ მანჰეტენზე პირველად შენიშნეს. უახლეს პაპარაცულ ფოტოებს უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ.