ოპოზიცია მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს აქციას გამართავს, რომელსაც თავად სახელმწიფო მდივნის საზიემო დახვედრას უწოდებს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს იქნება საზეიმო დახვედრა. იქნება სტიკერები წარწერით „გაყალბებულია“. დაცული იქნება სოციალური დისტანცია და აქციის მონაწილეები ამერიკის დროშებით დადგებიან ამ სტიკერებზე, ვიტყვით მხოლოდ ერთ სიტყვას - „გაყალბებულია“. სხვა გამოსვლა, სხვა პოლიტიკური განცახდება არ იქნება“, - აცხადებს გიგი უგულავა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.