სერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის არის გაუგებარი

სერგი კაპანაძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის არის გაუგებარი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, გრიგოლს ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, მისთვის და სხვა ოპოზიცური პარტიებისათვის უცნობია, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა. კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ უკეთესი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძე მეტ განმარტებას მოაყოლებს მის განცხადებას.

„მოვისმინეთ გუშინ ინტერვიუ და გულწრფელად გეტყვით, რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით, არც ჩვენ „ევროპულმა საქართველომ“ და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, იქნება უკეთესი, რადგან მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რაიმე მოლაპარაკება ჩაიშალა. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, ის რაც არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა ჩემთვის არის გაუგებარი.

დღეს, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია ოპოზიციურ პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ოპოზიცია ერთად აყენებს მოთხოვნებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც გარკვეულ გაუგებრობებს იწვევს არამარტო საზოგადოებაში, არამედ ასევე ოპოზიცურ პარტიებშიც.

ის, რაზეც გუშინ იყო საუბარი, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვართ კონტაქტზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი და აქედან გამომდინარე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი ჩაშლილა“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.