The Times: ნურსულთან ნაზარბაევის შვილი ლონდონში შერლოკ ჰოლმსის სახლს ფლობს

The Times: ნურსულთან ნაზარბაევის შვილი ლონდონში შერლოკ ჰოლმსის სახლს ფლობს

ლონდონში, ბეიკერ-სრიტზე მდებარე შენობას, რომელშიც არტურ კონან დოილის ნაწარმოებების თანახმად, დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ცხოვრობდა, ნურსულთან ნაზარბაევის შვილი ფლობს. ამის შესახებ The Times წერს.

გამოცემის ცნობით, სახლი 90% ნაზარბაევის შვილის, დარიგი ნაზარბაევას საკუთრებაშია, ხოლო 10%-ს მისი ვაჟი, ნურალი ნაზარბაევი ფლობს.

The Times-ის ცნობით, ლონდონში ბეიკერ-სტრიტზე ნაზარბაევის ოჯახს ეკუთვნის მიწაც, რომელიც ფორმალურად Farmont Baker Street Limited-ზეა გაფორმებული და 140 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.