მსახიობმა კეიტ უინსლეტმა „ავატარის“ სიქველის გადაღებებზე სუნთქვა 7 წუთით და 14 წამით შეიკავა, რითაც ტომ კრუზის რეკორდი მოხსნა. კრუზმა „შეუსრულებელი მისია 5-ის“ გადაღებებზე სუნთქვა 6 წუთით შეიკავა.
„ავატარში“ უინსლეტი ახალი პერსონაჟის როლს ასრულებს - ეს არის ნა'ვი სახელად რონალი, რომის ხალხიც ხშირად ჩადის ოკეანეს ფსკერზე. მსახიობის თქმით, როლისთვის მას ფრიდაივინგის სწავლა მოუწია.
„აუზის ფსკერზე მივდივიოდი. მასშტაბურ სცენას ვიღებდით, მძიმე ფრთები მეკეთა. საკმაოდ მეშინოდა. მაგრამ როცა 7 წუთით სუნთქვის შეკავებას ისწავლი, უკვე აღარაფრის გეშინია“, - განაცხადა უინსლეტმა.
მოგვიანებით, Entertainment Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნა, რომ არც კი იცოდა, რომ მისი მიღწევები საყოველთაოდ გახდა ცნობილი. მან ასევე განაცხადა, რომ შედეგს 4-კვირიანი ინტენსიური ვარჯიშის დახმარებით მიაღწია.
„ავატარი 2“ ეკრანებზე 2022 წლის ბოლოს გამოვა.