ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"გუშინ რუდი ჯულიანის ვუსმინე. კრივის დიდ ჩემპიონს, ჯო ფრეიზერსაც ჯო ბაიდენისთვის მიუცია ხმა.
მერე რა, რომ ფრეიზერი 2011 წელს გარდაიცვალა. სხვები უფრო ადრე გარდაიცვალნენ და მათაც ჯო ბაიდენს მისცეს ხმა-ასეთი ერთსულოვნებაა მიცვალებულებში.
არის ამაში რაღაც საოცარი სიმბოლიზმი.
დონალდ ტრამპი და მისი გუნდი, მიუხედავად მთელი მათი ნაკლოვანებებისა ცოცხალი ადამიანები არიან და ისინი ადამიანურობის საზღვრებს არ სცილდებიან.
რაც შეეხება ამ განხორციელებულ ბოროტებას, რომელსაც წარმოადგენენ ბაიდენ-ჰარისი და მისი გუნდი- მხოლოდ სულიერად მიცვალებული ადამიანი ვერ დაინახავს, თუ რა ძალა ილესავს კბილებს და რას დაატრიალებს მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ვერც მოდიან".