ანატოლი შარი: სააკაშვილის რეიტინგზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, რადგან მისი რეიტინგი უკრაინაში არ არსებობს

ანატოლი შარი: სააკაშვილის რეიტინგზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, რადგან მისი რეიტინგი უკრაინაში არ არსებობს

სააკაშვილი გიყვებათ რომ უკრაინელები არ აღიარებენ თქვენს არჩევნებს, სინამდვილეში უკრაინელები თვალს არ ადევნებდნენ, მხოლოდ ის 0,1 პროცენტი აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია. უკრაინას თავისი კოლოსალური პრობლემებიც ჰყოფნის, ისეთი დარღვევები როგორიც აქ გვქონდა წარმოუდგენელია. ჩემი პირადი პოზიციაა რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, - ამის შესახებ ქრონიკასთან უკრაინელმა პოლიტოლოგმა ანატოლი შარმა ისაუბრა.

„მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არ აქვს რეიტინგი უკრაინაში, მის რეიტინგზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება რადგან მისი რეიტინგი არ არსებობს. ეს აჩვენა კიდეც ბოლო არჩევნებმა, ის საერთოდ არ ფიგურირებდა. იცით როგორ ხდება?-ის ვინც სწრაფად უყვარდებათ, სწრაფადვე კარგავს სიყვარულს. იცით ხალხი როგორ ლაპარაკობს მასზე?-მიშა წადი სახლში! მისი მხარდამჭერების რაოდენობა აქ 0,1 პროცენტია, რომლებიც ჯერ კიდევ აღმერთებენ მიშას, თუმცა 2 სიტყვის თქმა არ შეუძლიათ რა გააკეთა მიშამ. „ის რეფორმატორია“- იმეორებენ იმიტომ რომ ეს ჩაუდეს გონებაში იმ ტელევიზიებმა რომლებიც მისი პიარით იყვნენ დაკავებულები. ახლა სააკაშვილი გიყვებათ რომ უკრაინელები არ აღიარებენ თქვენს არჩევნებს, სინამდვილეში უკრაინელები თვალს არ ადევნებდნენ, მხოლოდ ის 0,1 პროცენტი აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია. უკრაინას თავისი კოლოსალური პრობლემებიც ჰყოფნის, ისეთი დარღვევები როგორიც აქ გვქონდა წარმოუდგენელია. ჩემი პირადი პოზიციაა რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ჩვენთან ცენტრალური საარჩევნო კომისია 25 ოქტომბრიდან მოყოლებული ითვლის ხმებს და ახლაც გრძელდება ფალსიფიკაცია“, - ამბობს შარი.

მოქალაქეების მიერ უკრაინაში არსებული სიტუაციის შეფასებას, სოციალური ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსებისადმი ნდობის ხარისხსა და მოქალაქეების ელექტორალურ ორიენტაციებს (ოქტომბერი-ნოემბერი 2020 წ.) რაზუმკოვის ცენტრი აქვეყნებს.

9gramm ვფიქრობ ამ არარაობის აზრი საერთოდ არ არის საინტერესო,თუნდაც მიHაზე
4 წლის უკან