ირაკლი სესიაშვილი: პომპეოს ვიზიტი სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის

ირაკლი სესიაშვილი: პომპეოს ვიზიტი სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის

აშშ-ის, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორის უმაღლესი თანამდებობის პირის ვიზიტი საქართველოში რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის“,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სტრატეგიულ პარტნიორებს სტუმრობს.

„ეს არის აშშ-ის ღია გზავნილი ყველასთვის, რომ პომპეო ამ ტურნეთი სტრატეგიულ პარტნიორებს სტუმრობს.

მეორე, ეს ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და ცხადია, რეგიონში მომხდარი გეოპოლიტიკური მოვლენის გათვალისწინებით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მათ შორის არის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი, შემდგომი ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან, რაც უკანასკნელ პერიოდში უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

ცხადია, ამ მხრივ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, პარტნიორობა და მოკავშირეობა ძალიან საჭიროა ამ მომენტისთვის.

აშშ-მ დაამტკიცა უკვე 132 მილიონი საქართველოსთვის, რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე დიდი თანხაა, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.