კახა კუჭავა თეა წულუკიანის პრემიერობაზე: ეს არის დეზინფორმაცია

კახა კუჭავა თეა წულუკიანის პრემიერობაზე: ეს არის დეზინფორმაცია

კახა კუჭავამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემირ-მინისტრის თანამდებობას თეა წულუკიანი დაიკავებს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში განცხადა.

„ჩვენ როდესაც კანდიდატებს წარვადგენდით, აღვნიშნეთ, რომ ჩვენ არ წარვადგენდით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ჩვენ წარვადგენდით პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი მუშაობს გააგრძელებს, გიორგი გახარია გააგრძელებს პემიერ-მინისტრობას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი დაიკავებს.