აშშ-ში, მიჩიგანის შტატის მცხოვრებ კატერი შვანდტს და მის ქმარ ჯეის 14 ბიჭის შემდეგ პირველი გოგო გაუჩნდათ. ამის შესახებ People-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წყვილი 1993 წელს დაქორწინდა. ახლა ორივე 45 წლისაა. მათი ვაჟების ასაკი 2-დან 28 წლამდე მერყეობს. მშობლებმა ახალშობილს მეგი დაარქვეს.